Cider Club Bazaleti

Shop

სწავლა და განათლება

სიდრის კლუბი

ჩვენი    სიდრის კლუბი   დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 995 მეტრ სიმაღლეზე,  ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს.  ეს არის ერთი ოჯახის მიერ სიყვარულით შექმნილი სივრცე  და  საწარმო სადაც 10-ზე მეტი სახეობის ცოცხალი სიდრი იწარმოება.

პროდუქცია ექსკლუზიურია და ზაალ ხელაძის კოლექციას წარმოადგენს. სიდრის კლუბში არომატების სიუხვით გამორჩეული, დაბალ და მაღალალკოჰოლური  ორგანული სასმელებიც იქმნება.   

სიდრის კლუბი გამორჩეულად საინტერესო  გასტრო -კონცეპტუალური სივრცეა  გართობის, დასვენების და ცოდნის გაზიარებისთვის.

ჩვენ ვქმნით და ვაზირებთ ცოდნას!