ჩვენი სიდრის კლუბი დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 995 მეტრ სიმაღლეზე, ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს. ეს არის ერთი ოჯახის მიერ სიყვარულით შექმნილი სივრცე და საწარმო სადაც 10-ზე მეტი სახეობის ცოცხალი სიდრი იწარმოება.
პროდუქცია ექსკლუზიურია და ზაალ ხელაძის კოლექციას წარმოადგენს. სიდრის კლუბში არომატების სიუხვით გამორჩეული, დაბალ და მაღალალკოჰოლური ორგანული სასმელებიც იქმნება.
სიდრის კლუბი გამორჩეულად საინტერესო გასტრო -კონცეპტუალური სივრცეა გართობის, დასვენების და ცოდნის გაზიარებისთვის.