Cider Club Bazaleti

Shop

ჩვენ შესახებ

ჩვენ შესახებ

ჩვენ ვქმნით
და ვაზირებთ ცოდნას!

ჩვენი    სიდრის კლუბი   დუშეთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 995 მეტრ სიმაღლეზე,  ბაზალეთის მწვანე ინჟინერინგის ცენტრის ტერიტორიაზე მდებარეობს.  ეს არის ერთი ოჯახის მიერ სიყვარულით შექმნილი სივრცე  და  საწარმო  სადაც  10 -ზე მეტი სახეობის ცოცხალი სიდრი იწარმოება.

სიდრი - მეტი ვიდრე სასმელი

არომატულობა არაა ერთადერთი ღირსება , რაც სიდრს განსაკუთრებულს ხდის. უახლესი კვლევების მიხედვით სიდრი ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებებითაც მდიდარია. ნამდვილი სიდრი არ შეიცავს გლუტენს. მდიდარია ც ვიტამინითა და ანტიოქსიდანტებით. რაც სასმელში ძირითადად ხილის კანიდან ხვდება. ისეთი ფერმენტირებული სასმელი, როგორიც სიდრია, წარმოადგენს უნიკალურ ორგანულ პროდუქტს ორგანიზმის პრობიოტიკებით შევსებისთვის.

ქართული ჯანი

მაღალალკოჰოლური სასმელი, მკვეთრად სპეციფიკური სუნით და გემოთი. ქართული მთის არომატით… “გამოუშვი” ბოთლიდან ჯანი და ნახე რა მოხდება…

კალვადოსი

1558 წელს ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ გადაწყვიტა ინგლისის დაპყრობა და გაგზავნა თავისი უძლეველი ფლოტი «El Calvador». რომელმაც კატასტროფა განიცადა და საფრანგეთის სამხერეთ ნაპირებთან დაიმსხვრა. ადგილობრივებმა ფლოტის პატივსაცემად ამ რეგიონს კალვადოსი უწოდეს. სწორედ ეს სახელი მიენიჭა ვაშლის ბრენდის, რომელიც აქ იწარმოებოდა. კალვადოსის ფუძე ვაშლის სიდრია. მისი დამზადებისთვის სიდრის კლუბში საკუთესო ხარისხის ვაშლი გამოიყენება.

ლიქიორი

იცით, რომ ყველაზე სადღესასწაულო და არისტოკრატულ სასმელებს შორის უკვე დიდი ხანია ლიქიორი ლიდერობს ?! ჩვენ შევქმენით ლიქიორისებრი ალკოჰოლური სასმელი. რომელიც ადაბალანსებულია ალკოჰოლით და მიმზიდველია როგორც ქალებისთვის , ასევე მამაკაცებისთვის. ასორტიმენტში წარმოდგენილია თხილის, ალუბლის მარწყვის, კომშის, მსხლის, ატმის და ფეიხოას. ნატურალური გემოები.